კუტალია ისევ უგუნდოდაა - ტრანსფერი ბათუმის „დინამოში“ არ დასტურდება
კუტალია ისევ უგუნდოდაა - ტრანსფერი ბათუმის „დინამოში“ არ დასტურდება

2019 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია ისევ უგუნდოდაა. 30 წლის თავდამსხმელის ბოლო კლუბი, პავლოდარის „ირტიში“ გაკოტრდა და შესაძლოა, მან კარიერა საქართველოში გააგრძელოს.

არსებული ინფორმაციით, კუტალიას დამატება რამდენიმე ქართულ გუნდს სურს, მათ შორის, ბათუმის „დინამოს“. საქართველოს პირველმა არხმა შეიტყო, რომ ბათუმელები ფეხბურთელს დაელაპარაკნენ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და კუტალიას ახალი გუნდი კვლავ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ირტიში“ პავლოდარის რეგიონის ხელისუფლებამ დაშალა. გუნდის აწ უკვე ყოფილმა ლეგიონერმა ლევან კუტალიამ კლუბს აცნობა, რომ დავალიანების დაფარვას ითხოვს. გადაუხდელობის შემთხვევაში, ქართველი თავდამსხმელი „ირტიშის“ მესვეურებს ფიფა-ში უჩივლებს.