დაუშვილი ბულგარეთშია, ქვილითაია „ბოტევთან“ ვერ ითამაშებს #1TVSPORT
დაუშვილი ბულგარეთშია, ქვილითაია „ბოტევთან“ ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელი“ პლოვდივშია, სადაც კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბოტევს“ დაუპირისპირდება.

კვიპროსელებმა ბულგარეთში, „ბოტევთან“ მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, გუნდთან ერთად კი მხოლოდ ერთი ქართველი – მურთაზ დაუშვილი ემზადებოდა. სამწუხაროდ, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და ამ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მდგომარეობაზე პლოვდივის „ბოტევთან“ თამაშამდე „აპოელის“ პრესსპიკერმა ნექტარიოს პეტევინოსმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, ქვილითაია მოედანს როდის დაუბრუნდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია ძალიან შორს გავიხედოთ ქვილითაიას შემთხვევაში, რადგან მას კუნთის ტრავმა აქვს. ვეცდებით გიორგი შემდეგი თამაშებისთვის მოვამზადოთ“, – ამბობს „აპოელის“ წარმომადგენელი.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 28 ივლისს გაიმართება. მეორე დაპირისპირების მასპინძელი „აპოელი“ იქნებოდა.