გამოცემა „ისრაელჰაიომ“ (israelhayom) - კუტალია თელ-ავივის „ჰაპოელში“ ითამაშებს
გამოცემა „ისრაელჰაიომ“ (israelhayom) - კუტალია თელ-ავივის „ჰაპოელში“ ითამაშებს

„ლევან კუტალიამ თელ-ავივის „ჰაპოელთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა,“ – 31 წლის ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაცია ებრაულმა გამოცემა „ისრაელჰაიომ“-მა (israelhayom) გაავრცელა.

გამოცემის ცნობებით, 30 წლის ქართველ თავდამსხმელის მენეჯერი თელ-ავივის „ჰაპოელის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტზე შეუთანხმდა.

„ქართველ თავდამსხმელს ისრაელში უახლოეს დღეებში ელიან, რათა თელ ავივის „ჰაპოელში“ ითამაშოს. კუტალიამ წლევანდელი სეზონი ყაზახეთში დაიწყო, რომელიც პანდემიისას გუნდის დაშლის გამო დატოვა. თელ-ავივის გუნდის მწვრთნელი ნირ კლინგერი კუტალიათი დაინტერესდა. ფეხბურთელი გუნდთან კონტრაქტს ოფციის წესით (1+1) გააფორმებს და „ჰაპოელის“ მესამე ახალწვეული ლეგიონერი იქნება,“ – წერს გამოცემა.

ლევან კუტალიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოში“, 2019 წელს თბილისელთა ფორმით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (33 მატჩი, 20 გოლი).

2020 წლის დასაწყისში, ლევან კუტალია ყაზახეთის პრემიერლიგის პავლოდარის „ირტიშში“ გადავიდა, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიშალა და თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი გახდა.