დაუშვილი კარიერას “ირტიშში” გააგრძელებს, მანჯგალაძე - ”ქიაფაზში”
დაუშვილი კარიერას “ირტიშში” გააგრძელებს, მანჯგალაძე - ”ქიაფაზში”

29 წლის ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კარიერას პავლოდარისირტიშში” გააგრძელებს, რომელმაც 2017 წელს, ყაზახეთის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. დაუშვილი “ზესტაფონისა” და უკრაინულ “კარპატის” ფეხბურთელი იყო, 2016/2017 წლებში უნგრულ “დიოშდიორში” თამაშობდა.

ევროპის ლიგის ფინალში ნათამაშები საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კი ცოტა ხნის წინ ყაზახურ ”ტობოლში” გადავიდა.

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი გუნდებიდან ორი მოთამაშე კი აზერბაიჯანში წავიდა – მესამეადგილოსანი ”სამტრედიას” 25 წლის ნახევარმცველი გია მანჯგალაძე და ვიცე-ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” მეკარე სერგეი ლოტოვჩენკო კარიერას განჯის “ქიაფაზში” გააგრძელებენ, რომელიც აზერბაიჯანის პრემიერლიგის აუტსაიდერია.

დატოვე კომენტარი