ჩოგბურთში „დიდი სლემის“ ჩემპიონატებზე ახალი წესებია
ჩოგბურთში „დიდი სლემის“ ჩემპიონატებზე ახალი წესებია

„დიდი სლემის“ ჩემპიონატების მმართველმა საბჭომ ლონდონში გამართულ სხდომაზე ტურნირების ჩატარების რეგლამენტში რამდენიმე ცვლილება მიიღო:
1. 2018 წელს, კორტებზე დაამონტაჟებენ საათებს, რომლებიც გათამაშებებს შორის დროს დააფიქსირებენ. პაუზა არ უნდა გრძელდებოდეს 25 წამზე მეტს.
2. ასევე მკაცრად ფიქსირებული იქნება მატჩისწინა მოთელვის ხანგრძლივობა: ერთი წუთი კენჭისყრისთვის, 5 წუთი მოთელვისთვის, ერთი წუთი მოთელვის დასრულებიდან მატჩის დაწყებამდე. ამ წესების დარღვევისთვის, მოთამაშეებს დაეკისრებათ 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა.
3. თუ ძირითად ბადეში მოხვედრილი მოთამაშე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლებს თამაშს, ის პირველ წრეში გამოსვლისთვის განკუთვნილი ჰონორარის ნახევარს მისცემს იმ ჩოგბურთელს, რომელიც მას ძირითად ბადეში შეცვლის.
4. მოთამაშე, რომელიც გავიდა პირველი წრის მატჩზე, მაგრამ არ დაასრულა ის ან არ აჩვენა პროფესიონალის სტატუსისთვის შესაფერისი დონე, შეიძლება პირველი წრისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდის გარეშე დარჩეს.
5. 2019 წლიდან, განთესვაში იქნება არა 32 მოთამაშე, არამედ 16, როგორც ეს 2001 წლამდე იყო.