ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანონის მიღებით და მმართველი პარტიის ოფიციალური პირების განცხადებებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობისგან დაშორება დაიწყო
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანონის მიღებით და მმართველი პარტიის ოფიციალური პირების განცხადებებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობისგან დაშორება დაიწყო

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონის მიღება დააზიანებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისად, დააზიანებს საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს.

„ამ არჩევანით და მმართველი პარტიის ოფიციალური პირების განცხადებების სერიით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო დაშორება ევროკავშირის წევრობისგან. ჩვენ ვგმობთ მთავრობის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას“, – წერს ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.