იან ლიპავსკი - პარტნიორი ქვეყნების მიმართ მთავარი გზავნილია, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, გვჭირდება მუშაობა ნატო-ს გაფართოებაზე  
იან ლიპავსკი - პარტნიორი ქვეყნების მიმართ მთავარი გზავნილია, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, გვჭირდება მუშაობა ნატო-ს გაფართოებაზე  

პარტნიორი ქვეყნების მიმართ მთავარი გზავნილია, რომ აქ ვართ, გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩვენ გვჭირდება მუშაობა ნატო-ს გაფართოებაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბუქარესტში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მარტივი ამოცანა არ არის.

„ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პასუხისმგებლობა. გუშინ ჩვენ შეხვედრა გვქონდა მინისტრ დმიტრო კულებასთან და გზავნილი იგივეა – ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიღაც ძალამ ხელში ჩაიგდოს ნაცრისფერი ზონა მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ ვალდებულებას ვიღებთ. ევროკავშირში ჩეხეთის პრეზიდენტობა, ჩეხეთის რესპუბლიკა როგორც ასეთი, არის ნატო-ს გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.