იან ლიპავსკი - ვისურვებდი საქართველოსთვის ევროპულ გზას და მთელ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, ამაში მონაწილეობა მიიღოს, ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მექნება ილია დარჩიაშვილისთვის
იან ლიპავსკი - ვისურვებდი საქართველოსთვის ევროპულ გზას და მთელ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, ამაში მონაწილეობა მიიღოს, ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მექნება ილია დარჩიაშვილისთვის

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი იმედოვნებს, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას რეკომენდაციებთან დაკავშირებით მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.

მისივე თქმით, ისურვებდა, საქართველოს მთელ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, ევროკავშირის გზაზე მონაწილეობა მიიღოს.

„საქართველოს ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. იმედი მაქვს, ამაზე მსჯელობის შესაძლებლობა გვექნება. ვისურვებდი საქართველოსთვის ევროპულ გზას და ვისურვებდი, რომ მთელ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, ამაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მექნება საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრისთვის“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.