ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – კანონის მიღებით და მმართველი პარტიის ოფიციალური პირების განცხადებებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობისგან დაშორება დაიწყო

13:03, 15.05.2024
epa09652459 New Czech Foreign Minister Jan Lipavsky speaks during a joint a press conference at the end of the Foreign Ministers meeting of the Visegrad Group or V4 countries and Turkey in Puskas Arena in Budapest, Hungary, 21 December 2021.  EPA-EFE/ZSOLT SZIGETVARY HUNGARY OUT

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონის მიღება დააზიანებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისად, დააზიანებს საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს.

„ამ არჩევანით და მმართველი პარტიის ოფიციალური პირების განცხადებების სერიით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო დაშორება ევროკავშირის წევრობისგან. ჩვენ ვგმობთ მთავრობის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას“, – წერს ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

მსგავსი