იან ლიპავსკი - ევროპის მხრიდან მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს სჭირდება მუშაობა გარკვეულ მიმართულებებში, ვნახოთ, როგორი იქნება შეფასება, მთავარი მოთხოვნაა კრიტერიუმების შესრულება
იან ლიპავსკი - ევროპის მხრიდან მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს სჭირდება მუშაობა გარკვეულ მიმართულებებში, ვნახოთ, როგორი იქნება შეფასება, მთავარი მოთხოვნაა კრიტერიუმების შესრულება

არ ვარ ინფორმირებული, როგორაა თითოეული ქვეყანა შეფასებული, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

„საქართველოში სიტუაცია რთულადაა. ევროპული მხრისგან ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული, არა მხოლოდ ინსტიტუტებიდან, არამედ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომ საქართველოს სჭირდება სერიოზული მუშაობა გარკვეულ მიმართულებებში. ვნახოთ, როგორი იქნება შეფასება, მაგრამ მთავარი მოთხოვნაა კრიტერიუმების შესრულება და ეს ძალაში დარჩება. ვნახოთ, როგორი იქნება ანგარიში. მე არ ვარ ინფორმირებული, როგორაა თითოეული ქვეყანა შეფასებული. რასაკვირველია, უკრაინა უპრეცედენტო სიტუაციაშია სრულმასშტაბიანი ომის გამო, მაგრამ პოლიტიკურად გაცხადებული აქვთ, რომ მკაფიოა მათი სურვილი, ევროკავშირის წევრები გახდნენ და იმედია, ასეც მოხდება“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა მსგავს სურვილს საქართველოს მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსი დაიმსახუროს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩეხეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა მთელი ქვეყნის კოლექტიური მცდელობა უნდა იყოს.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური წარმომადგენლების სურვილი, ამიტომ მთელმა ქვეყანამ უნდა იმუშაოს ამ მიზნისთვის“, – დასძინა იან ლიპავსკიმ.