ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას, მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას
ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი „ტვიტერზე“ წერს.
„მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ“,- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Širší EU 🇪🇺 znamená silnější Evropu. Vítám dnešní doporučení Evropské komise zahájit přístupová jednání s Ukrajinou 🇺🇦 a Moldavskem 🇲🇩, udělit kandidátský status Gruzii 🇬🇪 a otevřít přístupová jednání s Bosnou a Hercegovinou 🇧🇦 po splnění stanovených podmínek.
— Jan Lipavský (@JanLipavsky) November 8, 2023