ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას, მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას
ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი „ტვიტერზე“ წერს.
„მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ“,- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.