იან ლიპავსკი – ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

22:57, 04.08.2023

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, – წერს იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, 25 ადამიანს კი, ეძებენ.

მსგავსი