იან ლიპავსკი - ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
იან ლიპავსკი - ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, – წერს იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, 25 ადამიანს კი, ეძებენ.