„ბიბისი“ – თურქეთში, მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, ცხრა მაღაროელი დაკარგულად ითვლება

00:02, 14.02.2024

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, ცხრა მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველი იღებს მონაწილეობას.

„სამაშველო სამუშაოების მჭიდრო კოორდინაციის მიზნით, ამაღამ ჩავალ რეგიონში“, – დაწერა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი