„ცენტრ პოინტის“ მენაშენეების ნაწილი შეთავაზებას თანხმდება, მეორე ნაწილი კი „m2“-თან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვს
„ცენტრ პოინტის“ დაზარალებული მენაშენეების ნაწილი თანახმაა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც „m2“ პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ „ცენტრ პოინტის“ წინაშე. დაზარალებულები ამბობენ, რომ ხელშეკრულებაში მოყვანილი არგუმენტები მათთვის მისაღებია და იმედოვნებენ, რომ „m2“ ბინებს ააშენებს.
რაც შეეხება მენაშენეების მეორე ნაწილს, ისინი ითხვენ, „m2“-მა თითოეულ მენაშენესთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმოს, რათა კომპანია მოქალაქეების წინაშე იყოს პასუხისმგებელი და არა „ცენტრ პოინტის“.
თბილისის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზე, რომელსაც სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისა“ და „m2“-ის წარმომადგენლები, ასევე დაზარალებული მენაშენეები ესწრებოდნენ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადვოკატები შეიკრიბებიან და საკითხს დეტალურად განიხილავენ.
„m2ის“ დირექტორის თქმით, კომპანია პასუხისმგებელი პირი იქნება ,,ცენტრ-პოინტთან”, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი შეიქმნება და მშენებლობას ვერ განაგრძობენ, საქმეში მესამე კომპანია „ვილა-რეზიდენსი” ჩაერთვება.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისა“ და „m2“-ის წარმომადგენლები, ასევე დაზარალებული მენაშენეები თბილისის პროკურორის მოადგილეს მერაბ ჯერანაშვილს შეხვდნენ.
მხარეებმა „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების საკითხი განიხილეს.