„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა
„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა

„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს, რომლებიც თბილისის მერიასთან აქციას მართავდნენ, დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დაზარალებულებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ. მათი განცხადებით, თბილისის მერია მათ პრობლემის გადაჭრაში დახმარებას დაპირდა.

დაზარალებული მარიამ ჩიმაკიძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებდა დაზარალებულებთან შეხვედრას, თუმცა დღევანდელმა საპროტესტო აქციამ პროცესი დააჩქარა.

​მარიამ ჩიმაკაძის განცხადებით, ორშაბათს დასრულებული მშენებლობების კომისიის სხდომაზე განხილული იქნება „ცენტრ პოინტის“ საქმე.

„სხდომაზე იქნება ათი ობიექტის წარმომადგენელი. ობიექტიდან თითო ადამიანი ყოველ ორშაბათს დაბარებული ვიქნებით კომისიის სხდომაზე. ჩვენ დაგვპირდნენ თანამშრომლობას, ისევე, როგორც მოხდა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შემთხვევაში. შეხვედრიდან ძალიან კამყოფილი გამოვედი, რადგან ნათელია, რომ ჩვენი პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება ნამდვილად არსებობს. მთავარია, რომ ახლა გადავედით თანამშრომლობის რეჟიმში“, – განაცხადა მარიამ ჩიმაკაძემ.