„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ
„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერთან შეხვედრა უნდათ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ დაგვაკმაყოფილოს და მერე თვითონ ედავოს დამნაშავეს, ამოიღოს ეს თანხები და ედავოს დამნაშავეს. პროკურატურამ ჩვენ დამნაშავედ გვცნო. ღია ცის ქვეშ ვართ დარჩენილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაზარალებულმა ლევან ვარდოშვილმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, მერი ჯაფაროვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ თბილის მერი არ შეხვდებათ, გზას გადაკეტავენ.

„ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და დაგვაკმაყოფილოს. ჩვენი თანხებით გამდიდრდნენ და ახლა კი კახა კალაძემ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს. ცხრა თვის წინ, როცა მას შევხვდით, დაგვპირდა, რომ მოაგვარებდა ამ პრობლემას. ჩვენ დავბრუნდით ემიგრაციიდან და ახლა მოგვცენ ბინები“, – განაცხადა მერი ჯაფაროვმა.