„ცენტრ პოინტისა“ და „m2“-ის წარმომადგენლები, დაზარალებულ მენაშენეებთან ერთად, თბილისის პროკურორის მოადგილეს ხვდებიან
„ცენტრ პოინტისა“ და „m2“-ის წარმომადგენლები, დაზარალებულ მენაშენეებთან ერთად, თბილისის პროკურორის მოადგილეს ხვდებიან

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისა“ და „m2“-ის წარმომადგენლები, ასევე დაზარალებული მენაშენეები თბილისის პროკურორის მოადგილეს მერაბ ჯერანაშვილს ხვდებიან.

მხარეები „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების საკითხს განიხილავენ.

დაზარალებული მენაშენეები ამბობენ, რომ „m2“- სა და „ცენტრ პოინტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ეთანხმებიან და მათი მოთხოვნაა, „m2“​-მა თითოეულ მენაშენესთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმოს.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ „m2“ სამუშაოების ჩატარების საკითხზე პასუხისმგებელი მხოლოდ „ცენტრ პოინტთან“ იქნება, ამიტომ ისინი კვლავ უბინაოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დადგებიან.

„m2“-ის დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის თქმით, მათ წინასწარი ხელშეკრულება „ცენტრ პოინტთან“ გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მშენებლობები სამ წელში უნდა დასრულდეს.

„ჩვენ კონტრაქტს ვაფორმებთ დამკვეთ ორგანიზაციასთან, დამკვეთის როლში გამოდის „ცენტრ პოინტი“ და მას ვუსრულებთ სამუშაოებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ანაზღაურება მოხდება თავისუფალი უძრავი ქონებით, ამ ქონებაში მოიაზრება ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც „ცენტრ პოინტს“ აქვს და ამის სანაცვლოდ „m2“ მშენებლობებს დაუსრულებს“, – განაცხადა ბურდილაძემ.

დატოვე კომენტარი