ბრიტანული მედია ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ბრიტანეთის პოლიციამ ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს დააკავა. ეკვადორმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს თავშესაფარი ჩამოართვა.
ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
მოგვიანებით ეკვადორის პრეზიდენტმა ბრიტანეთს მიმართა, არ გადასცეს ასანჟი ისეთ ქვეყანას, სადაც წამება ან სიკვდილით დასჯა დაემუქრება.
ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან იმყოფებოდა, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადირება, სადაც მის წინაღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობდა გამოძიება. მოგვიანებით შვედეთში გამოძიება შეწყდა, მაგრამ ასანჟი შიშობდა, რომ მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდებოდა, სადაც ფედერალური გამოძიება „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ საიდუმლო სამხედრო და სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის მიმდინარეობს.