ჯულიან ასანჟის მხარდამჭერებმა აშშ-სგან „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დახურვა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს
ჯულიან ასანჟის მხარდამჭერებმა აშშ-სგან „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დახურვა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს

ჯულიან ასანჟის მხარდამჭერებმა აშშ-სგან „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დახურვა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

როგორც ასანჟის ადვოკატები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დადებული პირობა, რომ ასანჟის ამერიკაში ექსტრადაციის შემთხვევაში მას კარგად მოეპყრობიან, არ გამორიცხავს ასანჟის თვითმკვლელობის საფრთხეს.

აშშ-ის ხელისუფლება ასაჩივრებს ბრიტანელი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიელი ჰაკერის აშშ-ში ექსტრადირება დაუშვებელია.

ვებგვერდი „ვიკილიქსი“ პოპულარული 2010 წელს გახდა, როდესაც აშშ-ის მიერ გასაიდუმლოებული ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ მალევე შვედეთმა ვებგვერდის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია მოითხოვა, რადგან მას სექსუალურ დანაშაულში ედებოდა ბრალი. ამ საქმის წაგების შემდეგ, ასანჟმა დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი. საბოლოოდ, მას საელჩო 2019 წლის აპრილში დაატოვებინეს და დააპატიმრეს. ამ დროისთვის შვედეთი ასანჟის ექსტრადირებას უკვე აღარ ითხოვდა და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება მოხსნეს.

აშშ-ს ჰაკერის ექსტრადირება სურდა, თუმცა ბრიტანელმა მოსამართლემ 4 იანვარს ამაზე უარი თქვა, თუმცა ასევე უარყო ასანჟის არგუმენტი, რომ მისი საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი