მედიის ცნობით, ლონდონის უმაღლესი სასამართლო ავსტრალიელი ჰაკერის, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს
მედიის ცნობით, ლონდონის უმაღლესი სასამართლო ავსტრალიელი ჰაკერის, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს

ლონდონის უმაღლესი სასამართლო ავსტრალიელი ჰაკერის და ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს. როგორც „ბიბისი“ წერს, ორდღიან სასამართლო პროცესზე ასანჟის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ ჰაკერს აპელაციის უფლება მიეცეს.

სასამართლო მათი იურისტების არგუმენტებს თუ არ გაიზიარებს, მაშინ, შესაძლოა, ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება რამდენიმე კვირაში მოხდეს.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მან აშშ-ის ხელისუფლება დარღვევებში ამხილა, ხოლო აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ ჰაკერმა საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებით საფრთხე შეუქმნა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს. ასანჟმა სამართლებრივი ბრძოლა 2010 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა. მათ შორის იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ვერტმფრენიდან ბაღდადში სამოქალაქო პირებს ესვრიან. ასანჟი შვიდი წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, ვიდრე 2019 წელს პოლიციამ დააკავებდა. აშშ-მა იმავე წელს ჯულიან ასანჟის ექსტრადირება მოითხოვა.