ლონდონის სასამართლომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა
ლონდონის სასამართლომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა

ლონდონის სასამართლომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ვესტმინსტერის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ, ვანესა ბარაიტსერმა თქვა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ასანჟი ვაშინგტონის სააპელაციო პროცედურების ფარგლებში დაგეგმილ სასამართლო სხდომას აღარ დაესწრება და დაიმალება.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, რომელიც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძვის, კვლავ მაღალი უსაფრთხოების საპატიმროში დარჩება. მანამდე ლონდონის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება არ მოხდება, რადგან თვითმკვლელობის საფრთხე არსებობს.

ჯულიან ასანჟი შვიდი წლის განმავლობაში ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში იმალებოდა, 2019 წლიდან კი პატიმრობაშია. აშშ-ის პროკურორები მის გადაცემას ითხოვენ, რადგან ამტკიცებენ, რომ ასანჟმა საიდუმლო ინფორმაცია არალეგალური გზით მოიპოვა და გამოაქვეყნა. საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ეხებოდა ინფორმატორებსაც, რომლებიც ეხმარებოდნენ სადაზვერვო სააგენტოებს ავღანეთში, ერაყში და სხვა ქვეყნებში.