ჯულიან ასანჟის ადვოკატი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს შეწყალება „დემოკრატებზე“ ინფორმაციის სანაცვლოდ შესთავაზა
ჯულიან ასანჟის ადვოკატი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს შეწყალება „დემოკრატებზე“ ინფორმაციის სანაცვლოდ შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს შეწყალება „დემოკრატების“ ელექტრონული ფოსტების ინფორმაციის სანაცვლოდ შესთავაზა, – ამის შესახებ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ადვოკატმა, ჯენიფერ რობინსონმა ლონდონის სასამართლოში განაცხადა.

ჯენიფერ რობინსონის თქმით, 2017 წელს, ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ასანჟსა და „რესპუბლიკელ“ დანა რორაბაკერს შორის შეხვედრას ესწრებოდა, რომელმაც შეწყალების სანაცვლოდ 2016 წლამდე „დემოკრატების“ მიერ გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტებზე ჰაკერული ინფორმაციის მიცემა მოითხოვა. ასანჟის ადვოკატის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ეს იცოდა და ასანჟთან შეხვედრაზე თანხმობა გასცა.

რორაბაკერმა თქვა, რომ მას არასდროს უსაუბრია პრეზიდენტთან ასანჟის შესახებ, უარყო ტრამპის სახელით გაგზავნა და თქვა, რომ მოქმედებდა დამოუკიდებლად, როდესაც მან თქვა, რომ ტრამპს ასანჟის შეწყალებას შესთავაზებდა.

ჯულიან ასანჟი აშშ-ში ექსტრადაციიდან თავის დაღწევას ცდილობს, სადაც ის ჯაშუშობის კანონის დარღვევაში და 2010-2011 წლებში მთავრობის კომპიუტერებიდან მოპარული საიდუმლო ტელეგრამების გამოქვეყნებაშია ბრალდებული.

დატოვე კომენტარი