ბრიტანეთის პარლამენტში საეჭვო ამანათის მიტანის შემდეგ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბრიტანეთის პარლამენტში, კონკრეტულად კი ნორმან შოუს შენობაში საეჭვო ამანათის მიტანის შემდეგ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს ამანათის ექსპერტიზა.
ბრიტანეთის პარლამენტში საეჭვო საშიში ამანათის მიტანის შესახებ ინფორმაცია გუშინაც გავრცელდა, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.
ნორმან შოუს ორი შენობა პარლამენტის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. შენობაში თემთა პალატის წევრები არიან განთავსებული.