გარემოს დამცველებმა ბრიტანეთის თემთა პალატაში „შიშველი“ საპროტესტო აქცია გამართეს
გარემოს დამცველებმა ბრიტანეთის თემთა პალატაში „შიშველი“ საპროტესტო აქცია გამართეს

გარემოს დამცველმა აქტივისტებმა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში „შიშველი“ საპროტესტო აქცია გამართეს.

„ბიბისის“ ცნობით, მოძრაობა „გადაშენების ამბოხების“ აქტივისტები ვიზიტორთა ტრიბუნაზე გაშიშვლდნენ და ამგვარად სცადეს, კანონმდებლების ყურადღება კლიმატური ცვლილებებისკენ მიეპყროთ.

აქციის დროს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ბრექსიტის საკითხს განიხილავდნენ.

აქტივისტები პარლამენტის შენობიდან პოლიციამ გაიყვანა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 12 ადამიანი დააკავეს.