ბრიტანეთის თემთა პალატაში საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე განმეორებითი კენჭისყრა 9 სექტემბერს გაიმართება
ბრიტანეთის თემთა პალატაში საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე განმეორებითი კენჭისყრა 9 სექტემბერს გაიმართება

ბრიტანეთის თემთა პალატაში საყოველთაო არჩევნების ჩატარების საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა 9 სექტემბერს გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

პარლამენტში კონსერვატიული პარტიის ლიდერი ჯეიკობ რის მოგი ადასტურებს, რომ ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის აღნიშნულ ინციატივას კენჭს კიდევ ერთხელ 9 სექტემბერს უყრიან.

4 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც შეთანხმების გარეშე ბრექსიტის გამორიცხავს. ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სურს, ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ჩატარდეს.

დატოვე კომენტარი