ჰეიკო მაასი – ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის გეგმას მხარს თუ არ დაუჭერს, შესაძლოა, ევროკავშირთან ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს

18:57, 15.01.2019

ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის გეგმას მხარს თუ არ დაუჭერს, შესაძლოა, ევროკავშირთან ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჰეიკო მაასის თქმით, პარლამენტარების მიერ შეთანხმების მხარდაჭერა ევროკავშირიდან ბრიტანეთის უწესრიგო გასვლის პრევენციას მოახდენს.

შეთანხმებაზე კენჭისყრა გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პროცედურა ხუთი კვირით გადადო.

ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა ადგილობრივი დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი