ჰეიკო მაასი - ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის გეგმას მხარს თუ არ დაუჭერს, შესაძლოა, ევროკავშირთან ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს
ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის გეგმას მხარს თუ არ დაუჭერს, შესაძლოა, ევროკავშირთან ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ჰეიკო მაასის თქმით, პარლამენტარების მიერ შეთანხმების მხარდაჭერა ევროკავშირიდან ბრიტანეთის უწესრიგო გასვლის პრევენციას მოახდენს.
შეთანხმებაზე კენჭისყრა გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პროცედურა ხუთი კვირით გადადო.
ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა ადგილობრივი დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი.