ურსულა ფონ დერ ლაიენი – საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან
საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის. არჩევნების შემდგომი ვითარება ისევ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი გაფართოების ანგარიში ამ გზას აჩვენებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
Just spoke to President @Zourabichvili_S
The situation following the elections remains concerning.
If Georgia wants to keep a strategic orientation towards the EU, we need concrete actions from the leadership.
Our enlargement report shows the way.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 4, 2024