ბორის ჯონსონი - სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენია და პატივს ვცემთ, პარლამენტი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება
ბორის ჯონსონი - სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენია და პატივს ვცემთ, პარლამენტი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ბორის ჯონსონის თქმით, პარლამენტი მუშაობას განაახლებს.

„რა თქმა უნდა, ეს განაჩენია და ჩვენ მას პატივს ვცემთ. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია, თუმცა პარლამენტი დაუბრუნდება მუშაობის რეჟიმს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს.

„როგორც კანონი ამბობს, ჩვენ ევროკავშირს 31 ოქტომბერს დავტოვებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ამ ქვეყნის ხალხს სურს, იხილონ პარლამენტარები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობენ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იყო. ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს.