ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სასამართლომ უკანონოდ ცნო
ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სასამართლომ უკანონოდ ცნო

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იყო.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის მუშაობა დაგეგმილზე ხუთი კვირით ადრე შეაჩერა. ჯონსონი ამტკიცებდა, რომ ეს საჭიროა, რათა დედოფალმა სიტყვა უკეთ მოამზადოს.

თუმც, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა უკანონოა.

როგორც სასამართლოში განაცხადეს, პარლამენტის მუშაობის შეჩერება „გაუმართლებელი“ იყო და დიდი ბრიტანეთის „დემოკრატიის საფუძვლები მნიშვნელოვნად დააზიანა“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატას შეუძლია „რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს“.

ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ განაცხადა, რომ დეპუტატები დაუყოვნებლივ უნდა შეუდგნენ მუშაობას.