ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ბრექსიტის შეთანხმების მხარდაჭერის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს
ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ბრექსიტის შეთანხმების მხარდაჭერის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს

ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ბრექსიტის შეთანხმების მხარდაჭერის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას დატოვებს.

კონსერვატორ თანაპარტიელებთან შეხვედრაზე, ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მსგავსი სცენარი ახალ ლიდერს ევროკავშირთან სამომავლო მოლაპარაკებებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გაუადვილებს.

„საპარლამენტო პარტიის განწყობა ცხადად დავინახე. ვიცი, რომ ბრექსიტის მოლაპარაკებების მეორე ფაზაში ახალი მიდგომის და ხელმძღვანელობის სურვილია და მე ამას ხელს არ შევუშლი. თანამდებობას დავტოვებ უფრო ადრე, ვიდრე განზრახული მქონდა, იმისთვის, რომ გავაკეთო ის, რაც აუცილებელი ქვეყნისთვის და პარტიისთვის“, – აღნიშნა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანაპარტიელებს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.