ბრიტანეთის პარლამენტი 21 აპრილიდან მუშაობას ვირტუალურ რეჟიმში განაახლებს
ბრიტანეთის პარლამენტი 21 აპრილიდან მუშაობას ვირტუალურ რეჟიმში განაახლებს

ბრიტანეთის პარლამენტი 21 აპრილიდან მუშაობას ვირტუალურ რეჟიმში განაახლებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პარლამენტის წარმომადგენლები კორონავირუსის შემაკავებელ ზომებს, ბიუჯეტის განაწილებასა და კანონმდებლობის საკითხებს განიხილავენ.

როგორც თემთა პალატის ლიდერის, ჯეიკობ რის-მოგის სპიკერმა განაცხადა, ტექნოლოგიურ საკითხებზე მუშაობა უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყება.

ეს გადაწყვეტილება თემთა პალატამ მას შემდეგ მიიღო, რაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, სერ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება აკონტროლონ მთავრობის გადაწყვეტილებები.

ბრიტანეთის პარლამენტი სააღდგომო შვებულების გამო, 2 აპრილიდან დაიკეტა.