ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ამაზონში შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი ტყის მასივი გაჩეხეს
ამაზონში შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი ტყის მასივი გაჩეხეს.
როგორც ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი იუწყება, 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ამაზონის რეგიონში 6400 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივის გაჩეხეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92 პროცენტით მეტია.
ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ცნობით, მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში განადგურებულია 1700 კვადრატული კილომეტრი ტყის მასივი.
ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლოს ამაზონის ტყის გაჩეხვის მაჩვენებელი 10 ათას კვადრატულ კილომეტრს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვის კანონმდებლობა შეარბილეს. კერძოდ, მისი ინიციტივით, ამაზონის რეგიონში სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის ტყის გაჩეხვა, გასულ წლებთან შედარებით, ოთხჯერ მეტ ტერიტორიაზეა დაშვებული.
აგვისტოში ბრაზილიის პრეზიდენტმა ეროვნული კოსმოსური ინსტიტუტის მიერ ამაზონში ტყის გაჩეხვისა და ხანძრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენა და ინსტიტუტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან დაითხოვა.