მედიის ინფორმაციით, სლოკინის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

23:58, 14.07.2021

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ბიბისი“ წერს, მიზეზი სლოკინი გახდა, რომელიც ქვეყნის ლიდერს უწყვეტად აღენიშნება.

ჟაირ ბოლსონარუ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 24-48 საათით დარჩება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბოლსონარუ თავდასხმისას სერიოზულად დაშავდა და 40%-მდე სისხლი დაკარგა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ სლოკინი შესაძლოა, საყლაპავის გაღიზიანებით იყოს გამოწვეული, რაც სწორედ მუცლის ღრუზე ჩატარებულ ოპერაციებთან არის დაკავშირებული.

მსგავსი