ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ეროვნული კონგრესის შენობაში შეიჭრნენ
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ეროვნული კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

როგორც „დოიჩე ველე“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ასობით ადამიანმა უსაფრთხოების ბარიერი გადალახა და ეროვნული კონგრესის შენობაში შეიჭრა. პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პარლამენტის შენობაში შეჭრილი ასობით მოქალაქე არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას დასამხობად სამხედრო ჩარევას ითხოვს. ჟაირ ბოლსონარუს მომხრეები პანდუსზე იმყოფებიან, რომელიც დეპუტატთა პალატისა და სენატის შენობების სახურავზე წვდომის საშუალებას იძლევა.