„არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – საუკუნოვანი გზავნილი“
„არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – საუკუნოვანი გზავნილი“ – ასე ჰქვია რეტროსპექტული გამოფენას, რომელსაც სამხატვრო აკადემია მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასწლიანი ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები: ძველი ნახაზები, არქიტექტურული ჩანახატები და პროექტები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დამთვალიერებლისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი.