საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა და საადასა და ამრანის რეგიონებში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა

18:32, 25.11.2026

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ იემენში ჰოდეიდას პორტზე იერიში მიიტანა და საადასა და ამრანის რეგიონებში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა.

მანამდე, საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვამ სამეფოს აღმოსავლეთ პროვინციაში შვიდი დრონი გაანეიტრალა და გაანადგურა.

ეს მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც 24 ივნისს კოალიციამ განაცხადა, რომ ერ რიადში, მეფე აბდულას სახელობის საფინანსო უბანში მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენი თავდასხმის სამიზნე გახდა.

მოგვიანებით, კოალიციის პრესსპიკერმა, ტურკი ალ-მალკიმ დაადასტურა, რომ თავდასხმა დრონის გამოყენებით განხორციელდა და გააფრთხილა, რომ კოალიცია მკაცრად უპასუხებს „ჰუსიტების“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაბომბვას.

მსგავსი