ბრაზილიის პრეზიდენტი აუცრელობის გამო საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს #1TVSPORT
ბრაზილიის პრეზიდენტი აუცრელობის გამო საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს #1TVSPORT

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ არ შეუშვეს ქვეყნის ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც „სანტოსი“ და „გრემიო“ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მან ვერ შეძლო სტადიონზე შესვლა, რადგან თამაშზე დაიშვებოდნენ მხოლოდ კორონავირუსზე ვაქცინირებული გულშემატკივრები.

„რაში მჭირდება ცნობა აცრის შესახებ? უბრალოდ, „სანტოსის“ თამაშის ნახვა მინდოდა, მე კი მეკითხებიან – აცრილი ვარ თუ არა. რისთვის? მე უფრო მეტი ანტისხეულები მაქვს, ვიდრე ნებისმიერ აცრილს“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბოლსონარუ არა ერთხელ გამოვიდა ვაქცინაციისა საიზოლაციო ზომების წინააღმდეგ.