"ბოსტონ სელტიკსმა" ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან მოიპოვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ უორიორსი” სტუმრად “თი დი გარდენში” “ბოსტონს” დაუპირისპირდა.
“სელტიკსმა” ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. ამ მატჩამდე ბრედ სტივენსის გუნდს ზედიზედ 13 მატჩი ჰქონდა მოგებული. გამონაკლისი არც “უორიორსთან” შეხვედრა გამოდგა. ბოსტონელებმა უძლიერესი მეტოქე 4 ქულის სხვაობით 92-88 დაამარცხეს.
გამარჯვებულ გუნდში ყველაზე მეტი 22 ქულა ბრაუნის ანგარიშზეა. ალ ჰორფორდმა 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. კაირი ირვინგმა კი 16 ქულა დააგროვა.
“გოლდენ სტეიტის” რიგებში 24 ქულით საუკეთესო კევინ დიურანტი იყო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მოედანზე გატარებულ არასრულ 17 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. შეხვეედრა წარუმატებელი გამოდგა სტეფ კარისთვის, რომელიც მხოლოდ 9 ქულას დასჯერდა. სტეფმა 14-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა.
მომდევნო მატჩს “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ფილადელფიასთან” გამართავს. “ბოსტონი” კი მორიგი, ზედიზედ მე-15 გამარჯვების მოპოვებას ატლანტაში შეეცდება