დრამატული ფინალი მილუოკიში - NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „მილუოკიმ“ საკუთარ არენაზე „ბოსტონს“ უმასპინძლა. პირველი სამი მეოთხედის შემდეგ მილუოკელები ცხრა ქულით ლიდერობდნენ და მატჩის მსვლელობას დამაჯერებლად აკონტროლებდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთები საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.

„სელტიკსმა“ დაბრუნება შეძლო და უკანასკნელ წამებზე მატჩის მოგებაც შეეძლო, თუმცა ბოსტონელთა რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და საბოლოოდ „მილუოკიმ“ ანგარიშით 121:119 მოიგო.

„ბაქსის“ რიგებში 27 ქულითა 13 მოხსნით ყველაზე შედეგიანი კრის მიდლტონი გამოდგა. 17-17 ქულა ჰქონდათ ბრუკ ლოპეზსა და დონტე დივიჩენცოს. 21 ქულით დაასრულა მატჩი ბობი პორტისმა.

24 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ჯეილენ ბრაუნმა და ის „სელტიკსის“ რიგებში საუკეთესო იყო. 23 ქულა ჰქონდა კემბა ვოკერს. ჯეისონ ტატუმმა მატჩი 18 ქულით დაასრულა.

„მილუოკი“ 29 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. „ბოსტონს“ 21 მოგება და 23 მარცხი აქვს და ჯერჯერობით მერვე ადგილზე იმყოფება.

ინდიანა – დეტროიტი 116:111
ტორონტო – დენვერი 135:111
ორლანდო – ფინიქსი 112:111
ჩიკაგო – კლივლენდი 94:103
ჰიუსტონი – შარლოტი 97:122
მინესოტა – დალასი 108:128
ოკლაჰომა – მემფისი 107:116
სან ანტონიო – კლიპერსი 101:134
იუტა – ბრუკლინი 118:88
საკრამენტო – ატლანტა 110:108

დატოვე კომენტარი