2014 წლის შემდეგ პირველად - „მაიამი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალში ითამაშებს (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორივე სუპერფინალისტის ვინაობა ცნობილია. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის რიგით მეექვსე შეხვედრა „ჰიტისა“ და „სელტიკსის“ სერიაში გადამწყვეტი გამოდგა. „მაიამებელბმა“ „ბოსტონი“ 125-113 დაამარცხეს და საბოლოო ჯამში 4-2 გაიმარჯვეს.

ბრწყინვალე მატჩი გამართა ბემ ადებაიომ. მან 32 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულა დააგროვა მარკუს სმარტმა. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა ტაილერ ჰირომ.

ბრედ სტივენსის გუნდში ყველაზე მეტი 26 ქულა ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზეა. ჯეისონ ტეიტუმმა 24 ქულა და 11 პასი მიითვალა. 20 ქულა ჰქონდა კემბა უოკერს.

„მაიამი“ სუპერფინალურ სერიაში 2014 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. „ჰიტი“ ჩემპიონობისთვის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ იბრძოლებს. სუპერფინალის პირველი მატჩი ორლანდოში 1 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი