ბითაძის კიდევ ერთი კონკურენტი - „ინდიანამ“ ტაისი დაიმატა #1TVSPORT
ბითაძის კიდევ ერთი კონკურენტი - „ინდიანამ“ ტაისი დაიმატა #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გუნდები შემდეგი სეზონისთვის ემზადებიან და სხვადასხვა კალათბურთელებს იმატებენ. საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსშიც“.

ESPN-ის ადრიან ვოინაროვსკის ცნობით, გასული სეზონის ფინალისტმა, „ბოსტონ სელტიკსმა“ „პეისერსიდან“ მალკოლმ ბროგდონი დაიმატა, „ინდიანამ“ კი მის სანაცვლოდ 5 მოთამაშე და 2023 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი მიიღო. ამ 5 კალათბურთელს შორის, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გერმანელი დანიელ ტაისია.

გერმანელი კალათბურთელი 30 წლისაა და NBA-ში 2017 წლიდან თამაშობს. გარდა „ბოსტონისა“ მას უთამაშია „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ შემადგენლობაში. გასულ სეზონზე ტაისი საშუალოდ 8.9 ქულას, 4.9 მოხსნასა და 0.9 პასს აგროვებდა.

ამრიგად, ახალი სეზონიდან რიკ კარლაილს განკარგულებაში ცენტრის პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე ეყოლება – მაილს ტერნერი, აიზია ჯეკსონი, გოგა ბითაძე, დანიელ ტაისი და ჯეილენ სმიტი, რომელთანაც „ინდიანამ“ ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.