NBA | აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალური სერია „მაიამიმ“ გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის სუპერფინალში მოსახვედრად „მაიამი ჰიტი“ და „ბოსტონ სელტიკსი“ იბრძვიან. სერიის პირველი მატჩი ბოსტონში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მაიამელებმა 123:116 მოიგეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, რომელშიც „მაიამის“ უპირატესობა თითქმის გაორმაგდა – 46:25.

„ბოსტონში“ ჩვეული ეფექტურობით თამაშობდა ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. ფლორიდელთა გამარჯვება კი ჯიმი ბატლერმა განაპირობა. მან 35 ქულას 5 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა მიამატა. „მაიამის“ 20 ქულით დაეხმარა ადებაიო.

სერიის მეორე მატჩიც ბოსტონში 20 მაისს გაიმართება.