„ატლანტა ჰოუქსი“ გორდონ ჰეივორდითაა დაინტერესებული
„ატლანტა ჰოუქსი“ გორდონ ჰეივორდითაა დაინტერესებული

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე „ატლანტა ჰოუქსი“, სავარაუდოდ, შემადგენლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას განახორციელებს. Yahoo Sport-ის ჟურნალისტი კრის ჰეინსი იუწყება, რომ „ატლანტას“ ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ამ საკითხზე ზრუნვა.

წყაროს მიხედვით, „ატლანტა“ გორდონ ჰეივორდის გადაბირებით არის დაინტერესებული.

„ატლანტა ჰოუქსი“ ცდილობს ბოსტონის ფორვარდი გორდონ ჰეივორდი დაუშვას გუნდში. Yahoo Sport-ს ეს ინფორმაცია ლიგის სანდო წყარომ მოგვაწოდა“, – აცხადებს ჰეინსი.

გორდონ ჰეივორდი „ბოსტონში“ 2017 წლიდან ასპარეზობს. უკანასკნელ სეზონში ის მატჩში საშუალოდ 17.5 ქულას, 6.7 მოხსნასა და 4.1 პასს აგროვებდა. მოედანზე საშუალოდ 33.5 წუთს ატარებდა.