„ბოსტონ სელტიკსის“ ყველაზე ერთგული მოთამაშე, ტომი ჰეინსონი გარდაიცვალა
ტომი ჰეინსონს გულშემატკივარი იცნობდა, როგორც კალათბურთელს, რომელმაც „ბოსტონს“ კარიერის ბოლომდე უერთგულა. ამერიკული მედია იუწყება, რომ „სელტიკსის“ ყოფილი წევრი დღეს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰეინსონი დაიბადა და გაიზარდა ნიუ ჯერსიში. „ბოსტონმა“ ტომი 1956 წლის დრაფტზე აიყვანა. მან „სელტიკსში“ 10 სეზონი გაატარა და რვაჯერ მოახერხა გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოგება. ჰეინსონს ექვსჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში. მწვრთნელის რანგში კი „სელტიკსში“ 1973-1974 და 1975-1976 წლების სეზონზე მუშაობდა. კარიერის განმავლობაში ტომი მატჩში საშუალოდ 19.8 ქულასა და 9.2 მოხსნას აგროვებდა.
გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჰეინსონის 15-ნომრიანი მაისური სამუდამოდ განთავსდება „ბოსტონის“ დიდების დარბაზში.