ბეირუთში აფეთქების შემდეგ ახლომდებარე საავადმყოფოებში დაახლოებით 400 ადამიანი გადაიყვანეს
ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შემდეგ ახლოს მდებარე საავადმყოფოებში დაახლოებით 400 ადამიანი გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანია დაშავებული. ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებაც. „როიტერის“ ცნობით, ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოების მობილიზაცია გამოაცხადა.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.