მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ შტაბბინაზე ისრაელის იერიშის სამიზნე დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა იყო

21:58, 27.09.2024

მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ შტაბბინაზე ისრაელის იერიშის  სამიზნე დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა იყო.

„ჰეზბოლას“ წყაროები კი სხვადასხვა მედია საშუალებას ინფორმაციას აწვდიან, რომ ნასრალა ცოცხალია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ჯერ-ჯერობით „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია არც ისრაელს დაუდასტურებია.

მედიის ცნობით, „ჰეზბოლას“ შტაბბინაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.

ცნობისთვის, დღეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა მდებარეობს საცხოვრებელი შენობების ქვეშ დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში.

მსგავსი