ბეირუთში საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად სულ მცირე 172 ადამიანი დაშავდა
ბეირუთში საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად სულ მცირე 172 ადამიანი დაშავდა

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე სროლის შედეგად სულ მცირე 172 ადამიანი დაშავდა. მონაცემებს წითელი ჯვრის ადგილობრივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 55 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 117-ს კი, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ბეირუთის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი მთავრობის გადადგომასა და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებსა და ყუმბარებს უშენენ, საპასუხოდ კი, პოლიცია ცრემლსადენ აირს იყენებს.

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო და გაწმენდითი ოპერაციები დედაქალაქში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.